თუ დასანგრევია
Zaza Nozadze
Popularity · Low
YouTube
Searching YouTube...
Lyrics
ვინც არ აჰყვება ჯავრს
ვინც არაფერზე შფოთავს
ვინც არ ზოგავს თავის თავს
თავის გზაზე - გოლგოთას
დაინგრეს თუ დასანგრევია (ზევით, სუ ზევით)
ვინმემ დაურეკეთ მაშველებს (მაღლა, სუ მაღლა)
ფარდა გადასაწევია
თავს ვიკლავთ, ვერავინ გვაშველებს (საღად, სუ საღად)
ვაწყდებით კელდებს და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით, ათასი გზებით
ზევით, სულ ზევით ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე არ გამოვფხიზლდებით
და დაინგრეს...
თუ დასანგრევია, (ზევით, სულ ზევით)
ვინმემ დაურეკეთ მაშველებს, (მაღლა, სულ მაღლა)
ფარდა გადასაწევია
თავს ვიკლავთ, ვერავინ გვაშველებს (საღად, სუ საღად)
ვაწყდებით კელდებს და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით და ათასი გზებით
თან ზევით, სულ ზევით და ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე არ გამოვფხიზლდებით
და დაინგრეს...
შენ რამდენზე გაქვს ეჭვი? (განა ერთზე)
და რამდენი დგას გვერდში? (დგანან გვერდზე)
რამდენია შენი მოწამე?
როცა მან დაინახა
სხვამაც შენი იწამა და მოგწამლა
და ვინც ელოდება სეირს
თუნდაც შორის ჩვენის
ჩვენვე ჩავშლით ზეიმს
ომი კი არ გადაიდო დღეის
ის საერთოდ აღარ იქნება, შეწყდა ის
სიყვარული ვინც აკეთებს სიკეთეს
ისე რომ სულ არ ელოდება პასუხს
არავის არაფერს ამადლის
ამაყად დადის და სხვისი მას არ შურს
ის ხალხი ვინც გაჰყურებს წარსულს
და არ რცხვენია როცა მას გაჰყურებს (ის ხალხი)
ის ხალხი ვინც იმყოფებს სამყოფს
და ამბობს: ისეა როგორც იმსახურებს
მოკითხვა მამაც და გაბედულ ხალხს
და არა ზარმაც და ქედმაღალ კაცუნა კაცს
ვინც დღეს ჩასაფრებული უსმენს ამ ნაწერს
რომ ადგეს და ხვალ იუდასავით გაგცეს
შენც ხომ იცი, რომ შენი თავის მეტი ვერავინ ვერსად ვერ შეგარცხვენს
ამიტომ უნდა გაიცინო
თუ გაგკიცხეს, რაც არ ხარ შეგრაცხეს
მათზე ფიქრის დროს იტოვებს ნაკლებს
ის ვინც ერთგულად აგრძელებს საქმეს
ბოლოს და ბოლოს ეს ის პლანეტაა
სადაც იესო ჯვარზე გააკრეს
მე კი ვარ საქართველოდან
სადაც ილია მოკლეს
მტრებმა რო დაგეგმეს
და ქართველებმა რო ქნეს
აქ ჯერ აღმერთებენ
მერე კლავენ წესით, რიგით
მერე კვლავ აღმერთებენ
რადგან უკვე მკვდარია იგი (იგი)
თუ იგი მკვდარი არი (იგი)
და წინ ვეღარ წავა
ქართველიც მშვიდად არი
შესრულდა ამოცანა
დიდება ვინც არ ჰყვება ჯავრს და არაფერზე შფოთავს
ვინც ატარებს თავის ჯვარს - გოლგოთას
დიდება - ქართულს, ქართველს და ქართველებს
ვინც ჯერ ხელში აიყვანეს, მერე გადათელეს
დაინგრეს თუ დასანგრევია, (ზევით, სულ ზევით)
ვინმემ დაურეკეთ მაშველებს, (მაღლა, სულ მაღლა)
ფარდა გადასაწევია
თავს ვიკლავთ, ვერავინ გვაშველებს (საღად, სუ საღად)
ვაწყდებით კელდებს და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით, ათასი გზებით
ზევით, სულ ზევით ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე არ გამოვფხიზლდებით
და დაინგრეს...
თუ დასანგრევია, (ზევით, სულ ზევით)
ვინმემ დაურეკეთ მაშველებს, (მაღლა, სულ მაღლა)
ფარდა გადასაწევია
თავს ვიკლავთ, ვერავინ გვაშველებს (საღად, სუ საღად)
ვაწყდებით კელდებს და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით და ათასი გზებით
თან ზევით, სულ ზევით და ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე არ გამოვფხიზლდებით
და დაინგრეს...
მე სიყვარული მაქვს
ცხვირი და თვალები მეწვის
შევალ და გავიტან ბანკს
და ვერავინ ვერაფერს მეტყვის
მე დავბრუნდები როგორიც წავალ
და ვეღარაფერი შემცვლის
მიზანი უცვლელი რჩება
თაფლად გადაქცევა გესლის
და ვაკეთებ იმას რაც მიყვარს
ყოველი სიტყვაა ცხელი
შენ არავინ არაფერს გკითხავს
მე ვარ გიჟი და მგელი
ალმასი ყოველი მხრიდან ახალია
ყოველი გრადუსით იცვლება საერთო სურათი
ვისთვის მოწამლული და
ვისთვის გრაალის თასია ჩემი გუმბათი
ქალაქში ვმოძრაობ ქვეითად
სანთელი მინთია ქართა ველში
სახეს შეყინული ტკივილით ნანახი
გყავარ მეტროში წიგნით ხელში (აჰ)
იწვის და ანათებს
გადანახული ძველი რესურსი
ვალაგებ დაულაგებელს
სანამ მესინჯება მკერდში პულსი
ვწურავ სხეულს და გონებას როგორც ლაიმს
ვამატებ ყინულზე ყინულს
მეოთხე ჩამოშლილ' სახლი ხარ ჩემი
თუ გარდაგეცვალე არ გადამიჩემო
და გახსოვდე როგორიც ვიყავი მაშინ
როცა გელოდებოდი ყვავილებით ხელში
როცა ვეძებდი დაჭრილებს ალეპოს ნანგრევებში (აჰ)
დაინგრეს თუ დასანგრევია, (ზევით, სულ ზევით)
ვინმემ დაურეკეთ მაშველებს, (მაღლა, სულ მაღლა)
ფარდა გადასაწევია
თავს ვიკლავთ, ვერავინ გვაშველებს (საღად, სუ საღად)
ვაწყდებით კელდებს და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით, ათასი გზებით
ზევით, სულ ზევით ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე არ გამოვფხიზლდებით
და დაინგრეს...
თუ დასანგრევია, (ზევით, სულ ზევით)
ვინმემ დაურეკეთ მაშველებს, (მაღლა, სულ მაღლა)
ფარდა გადასაწევია
თავს ვიკლავთ, ვერავინ გვაშველებს (საღად, სუ საღად)
ვაწყდებით კელდებს და გასასვლელს ვეძებთ
თან ათასჯერ შევცდით და ათასი გზებით
თან ზევით, სულ ზევით და ვაწვებით რქებით
სანამ ფსკერზე არ გამოვფხიზლდებით
და დაინგრეს...
ვინც არ აჰყვება ჯავრს
ვინც არაფერზე შფოთავს
ვინც არ ზოგავს თავის თავს
თავის გზაზე - გოლგოთას
ვინც...