Skip to content
Lyric
Dive
Public playlists
My playlists
Search
Sign in
შორი გზით
წერილი
Popularity · Low
+
🇬🇪 Georgian · Original
0
0
YouTube
Searching YouTube...
Lyrics
Original
Translation
Bilingual
ისევ თეთრი მთვარე
შენს თავს რომ მაგონებს მე
ო, მერამდენე ღამეს
უშენოდ ვათენებ მე
ისევ ზემოდან ამხელს
ამ ქუჩებს ბნელი ღამე
შორი გზით მოვდივარ შენსკენ
ო, როგორ მოგხვევ ხელს
ჭრილობებს ვერ ვითვლი ტანზე
მძიმედ მოვათრევ ფეხს
მოვდივარ, მოვყვები ამ გზას
ვიცი, მელოდები შენ
რაც შეიძლება მალე
უნდა გინახულო შენ
რა დამავიწყებს იმ აპრილს
იმედს რომ მაძლევდა მე
წვიმა თუ ჩააქრობს ამ ცეცხლს
და თუ გაიყინე შენ
იცოდე, მოვდივარ შენსკენ
იცოდე, ახლოა დღე
მე დიდ ხანს ველოდი ამ დროს
და აი დადგა ეს დღეც
ამ მკერდში ის გული ფეთქავს
რომელსაც უყვარხარ შენ
ისევ ზემოდან ამხელს
ამ ქუჩებს ბნელი ღამე
შორი გზით მოვდივარ შენსკენ
ვიცი მელოდები შენ
ჭრილობებს ვერ ვითვლი ტანზე
მძიმედ მოვათრევ ფეხს
მოვდივარ მოვყვები ამ გზას
იცოდე, ახლოა დღე