Skip to content
Lyric
Dive
Public playlists
My playlists
Search
Sign in
ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს კ/ფ-დან "ნინო"
პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი
Popularity · Low
+
🇬🇪 Georgian · Original
0
0
YouTube
Searching YouTube...
Lyrics
Original
Translation
Bilingual
ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს
იავნანას დედასავით ტკბილად მღერიან
ცელქი სიო სად არ მღერის
აქ სულ სხვა არის
და სამშობლოს ჩურჩული ხომ, დედის
დედის ხმა არის
გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად
და ნაღველი ღრუბელივით გაიფანტება
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს
თითქოს ზღვა არის
საყვარელი სამშობლოა
დედის ხმა არის
სიო გვიხმობს, ყანა ღელავს
თითქოს ზღვა არის
საყვარელი სამშობლოა
დედის, დედის ხმა არის