მოზაიკის ეფექტი - Mosaic Effect
Popularity · Low
Listen
YouTube
0:00 / 0:00
Loading YouTube player...
Lyrics offset
Synced
Lyrics
ეკრანებს სერავს სერიალების გრძელი ტიტრები
რა ვუყო?! ჩნდება პარალელურად სევდის ნაღმები
გონება დაგვდევს, როგორც უბნის ოპერები
ეზოში ქრება ფოთლების ქვეშ ლამპიონები
სხეულზე დაგვრჩა ნაკვალევი უმტრო ომების
აკრძალულ სიტყვებს დაჰყვება მოზაიკის ეფექტი
დაკარგულ ბავშვებს იტაცებენ უარყოფითი გმირები
მოთმინება კვალავს დროს, ფიქრის ნაკადები
არ კარგავს ძალას მარადმწვანე სუროს ფოთლები
ჩვენს აქ არ ყოფნას ვერ ამჩნევს ქუჩის კამერები
იშვიათად აღწევს ჩვენამდე სხვისი შეგრძნებები
სიცარიელე ავლენს ხმოვან თვისებებს, აფრქვევს იმედებს
ექსტაზში მყოფი სხვებს თავზე ახვევს შთაბეჭდილებებს
სიცარიელე ავლენს ხმოვან თვისებებს, აფრქვევს იმედებს
ექსტაზში მყოფი სხვებს თავზე ახვევს ჭეშმარიტებებს