Zamtari
Popularity · Low
YouTube
Searching YouTube...
Lyrics
სანამ ზამთარი შეღებავს ქალაქს,
ტყვიით დაფარულ მიწას ირეკლავს ცა.
ჩვენი ბავშვობა ომიდან გვეძახის,
ისევ გიმარცვლავ ტკივილს და შენთან ვარ.
ჩემი ნაბიჯები მიაქვს დროს,
ჩემი ნაბიჯები შენ გახსოვს და შენს ქუჩას.
უკვე მზე ანათებს აღარ თოვს
თუ კი ეს სიმღერა გაგთბობს, შენთან მოვალ.
მე ცალ ხელში დამჭკნარი იები მიჭირავს
და კვლავ შენსკენ მოვყავდი თეთრად დათოვლილ გზებს.
ჩვენ გვინდოდა გაქცევა, მაგრამ ვერ გავრბოდით
და ქაღალდის თვითმფრინავებს ვესროდით მზეს.
ჩემი ნაბიჯები მიაქვს დროს,
ჩემი ნაბიჯები შენ გახსოვს და შენს ქუჩას.
უკვე მზე ანათებს აღარ თოვს
თუკი ეს სიმღერა გაგთბობს, შენთან მოვალ.