ძმა
Popularity · Low
YouTube
Searching YouTube...
Lyrics
სანამ ჩემი გული ფეთქავს და სანამ მე ფეხზე ვდგევარ
შენ გიმღერებ ამ სიმღერას, რომელიც თან წამოგყვება
როცა ჩემს ერთგულ ძმას გხედავ, გული გრძნობით სავსე ხდება
ეს სიმღერა ამ ქალაქში მხოლოდ შენთვის დაიწერა
სანამ ჩემი გული ფეთქავს
იწყება ახალი დღე
გვჩუქნის ამ სიმღერას
ჩვენ ისევ მივიწევთ წინ
აბა რა დაგვრჩენია სხვა
ზემოთ ქარი უბერავს
ვიცი, რომ დაბლა სიმშვიდეა
ზაფხულის პირველი თვე
მიდის და გვენატრება ზღვა
შენ იხილავ მას
ზაფხულის თბილ ზღვას, ზღვას
სანამ ჩემი გული ფეთქავს და სანამ მე ფეხზე ვდგევარ
შენ გიმღერებ ამ სიმღერას, რომელიც თან წამოგყვება
როცა ჩემს ერთგულ ძმას გხედავ, გული გრძნობით სავსე ხდება
ეს სიმღერა ამ ქალაქში მხოლოდ შენთვის დაიწერა
სანამ ჩემი გული ფეთქავს
იწყება ახალი დღე
ჩვენ დილიდან ქუჩაში ვართ
ბრძოლა გადარჩენაზე
წესად აქციეს აქ
სხვის ნივთს ნუ მოკიდებ ხელს
ნუ დაადგები მაგ გზას