ომი
Popularity · Low
Listen
YouTube
0:00 / 0:00
Loading YouTube player...
Lyrics offset
Synced
Lyrics
აქ მიდის ომი ხმაურის გარეშე
ეცემა ქალაქი ნელ-ნელა ძირს
აქ უკვე პირდაპირ გამოჩნდა ეკრანზე
რასაც მე ვხედავდი დიდი ხნის წინ
რა უნდა ვქნა, რომ ეს რწმენა არ მოკვდეს
ვიარო ბოლომდე ამ ვიწრო გზით
რამდენჯერ დავეცი წყვდიადის ნაპირზე
მათბობდა სხივი უხილავი მზის
ღამე ჰგავს დღეს, მე ვერ ვხედავ ვარსკვლავებს
არ ვიცი, როგორ დავბრუნდე შინ
მე ყველა კარს შენ სიყვარულს გავუღებ
და მხოლოდ მას დაველოდები
იწვის, ცეცხლშია გული, დამწვავს ალბათ, ეს სიყვარული
აქ წითელი ხაზები კვეთავენ ქუჩებს და ქალაქი მოექცა ორ ცეცხლს შორის
ფანჯრების იქით შორი გზა სუფევს და გული ვეღარ ძლებს კედლებს შორის
რა უნდა ვქნა, რომ ეს რწმენა არ მოკვდეს
ვიარო ბოლომდე ამ ვიწრო გზით
რამდენჯერ დავეცი წყვდიადის ნაპირზე
მათბობდა სხივი უხილავი მზის
იწვის, ცეცხლშია გული, დამწვავს ალბათ, ეს სიყვარული
იწვის, ცეცხლშია გული, დამწვავს ალბათ, ეს სიყვარული