Skip to content
Lyric
Dive
Public playlists
My playlists
Search
Sign in
Or Alublad (For Two Cherries)
მგზავრები
Popularity · Low
+
🇬🇪 Georgian · Original
0
0
Listen
YouTube
1
2
3
0:00 / 0:00
Loading YouTube player...
Lyrics offset
Synced
Lyrics
Original
Translation
Bilingual
ორ ალუბლად ნაყიდ კოცნას, ჩემს ოთახში ნაპოვნ ნოტებს,
შენი ხვევნით დაღლილ სხეულს, შემოდგომის ჩამქვრალ ფოთლებს,
ღამის ცეკვით დაღლილ ქუჩებს, ქალაქიდან წასულ ფიქრებს,
მთვარეზე გაბრაზებულ მზეს, სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს!
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს, ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს ჰგავხარ!

დაგვიანებულ ყვითელ ბარათს, შეყვარებულის დამწვარ შარვალს,
ოცნების თოკზე გაბმულ სარეცხს, თამაშში გართულ ვარსკვლავს,
ფლაკონში ჩარჩენილ სუნამოს წვეთებს, მოცარტის აკორდისგან დარჩენილ ექოს,
ბავშვის სილაში დახატულ მზეს, სანაგვეზე მიყრილ ოცნებებს!
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს, ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს ჰგავხარ!
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს, ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს ჰგავხარ!
ახალგაზრდობა გახსენებულ მოხუცის თვალებს ჰგავხარ!
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს, ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს ჰგავხარ!
კონცერტის წინ ჩაძინებულ ორკესტრს, ბავშვებისგან გაჩენილ ხანძარს,
შენ ხომ ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს ჰგავხარ,
ცელქობით დაღლილ ტომ სოიერს ჰგავხარ...